სიახლეები

მთავარი » სიახლეები

   

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა

მობილობის ვადები 2017-2018 სასწავლო წელს



სტუდენტები, რომლებიც მობილობის შედეგებით მოიპოვებენ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში  ჩარიცხვის უფლებას, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია 25 აგვისტოდან  31  აგვისტოს ჩათვლით  და მიმღებ კომისიას წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:


მობილობის ვადები:

დოკუმენტაციის მიღება – 25 – 31 აგვისტო;  
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 1 - 5  სექტემბერი
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა 6 - 7 სექტემბერი;  
• 
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის     განვითარების  ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.                                                                                                                                                                                                                                                                                   

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

· განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში);

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის ასლი;

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

· 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);

· ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი იმ უნივერსიტეტიდან, საიდანაც გადმოდის სტუდენტი;

· სასწავლო ბარათის ამონაწერი (დამოწმებული ბეჭდით) იმ უნივერსიტეტიდან საიდანაც გადმოდის სტუდენტი;

· უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).

 

სამაგისტრო პროგრამზე გადმომსვლელმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

· განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში);

· პირადობის მოწმობის ასლი;

· სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი;

· წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში

· მიღებული განათლების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების დოკუმენტის ასლი; 

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისათვის).

მისამართი: თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“, საქართველო, თბილისი, გ. სვანიძის 4ბ (თამარაშვილის N4 )               

 

 

 

 



29.08.2017

უკან დაბრუნება