მედიცინის ფაკულტეტი

main » მედიცინის ფაკულტეტი

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი 
ია ჯავახიშვილი
                                            დეკანის მიმართვა

მოგესალმებით,

 თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ თბილისის სამედიცინო სასწავლო  უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდს. მაქვს პატივი, როგორც ფაკულტეტის დეკანს, შემოგთავაზოთ ინფორმაცია ჩვენი ფაკულტეტის შესახებ.  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანატლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ექვსი წელი, რომლის შემდეგაც კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა სწავლა გააგრძელოს რეზიდენტურასა და დოქტორანტურაში. გვესმის, რომ დღევანდელი ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევები ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას და მონდომებას მოითხოვს. ფაკულტეტის მიზანია აღზარდოს კომპეტენტური და პროფესიონალური სამედიცინო კადრი, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ინტელექტუალური, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. ჩვენს ფაკულტეტზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  მომავალი ექიმის, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მომზადებას. ჩვენს ფაკულტეტზე მოქმედებს უცხოენოვანი (ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამები.      
  გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდს და სურვილის შემთხვევაში არჩევანი გაგიმართლებთ.