სტომატოლოგიის ფაკულტეტი

main » სტომატოლოგიის ფაკულტეტი


თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" 
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 
პროფესორი
ნოდარ მაღლაკელიძე




























                                            დეკანის მიმართვა

მოგესალმებით,

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეში" სტომატოლოგიის ფაკულტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფაკულტეტებს შორის, ვინაიდან ამ დარგის მიმართ განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდების ინტერესი.

ჩვენი მიზანია, თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყოს ღირსეული მოქალაქე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, აღჭურვილი ღრმა თეორიული ცოდნით და სრულყოფილად ფლობდეს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით, რაც საექიმო საქმიანობაში მისი წარმატების საწინდარი იქნება. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო აკადემიურ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა ხუთი წელი.

 სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესი ხორციელდება ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის საფუძველზე.

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე 2012 წლის  დეკემბრიდან მოქმედებს დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამა.

საკმაოდ დიდია მომავალი სპეციალისტის მონდომება, დაეუფლოს თანამედროვე სტომატოლოგიის მკურნალობის მეთოდებსა და  მიღწევებს, რისთვისაც უნივერსიტეტში ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. 

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე არსებულმა გამოცდილებამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ მომავალი თაობის სტომატოლოგების აღსაზრდელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ ბაზებს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყველა პირობას უქმნის სტუდენტებს სასწავლო პროცესში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძლიერი და გამართული კლინიკური ბაზების ჩართვით.

 სტომატოლოგიის ფაკულტეტის  სხვადასხვა კლინიკურ ბაზებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სს თ.ცეცხლაძის სახ. #2 საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც ხდება სტუდენტებისა და რეზიდენტების სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლა.

წარჩინებული სტუდენტებისათვის დაწესებულია სტიპენდია.

პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს დაბალკურსელებთან საფანტომო კურსის ათვისებით, ხოლო მაღალკურსელებთან – პაციენტის დემონსტრირებით და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სტუდენტის მაქსიმალურად ჩართვის ფორმით.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის საუნივერსიტეტო ბაზაზე ყოველწლიურად მოქმედებს რეზიდენტურა თერაპიულ, ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში (მომიჯნავე სპეციალობებში სერთიფიცირებულ ექიმთათვის გადამზადების პროგრამა), რომლის დამთავრების შემდეგაც ენიჭებათ შესაბამისი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია.