თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”

 

აკადემიური კალენდარი

 1. თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ 2017_2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

ა) შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 01.09.17წ. _ 09.09.17წ.

ბ) შემოდგომის (I) სემესტრის ვადები: 11.09.17წ. _ 28.02.17წ.

გ) ,,საშობაო“ არდადეგები 01.01.18წ. _ 07.01.18წ.

დ) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო პერიოდი: 08.01.18წ. _ 28.02.18წ. (დამატებითი გამოცდები - I სემესტრისსაგამოცდო სესიის პერიოდში).

ე) გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 21.02.18წ. – 28.02.18წ.

ვ) გაზაფხულის სემესტრის ვადები: 01.03.18წ. – 20.06.18წ.

ზ) ,,სააღდგომო“ არდადეგები: 06.04.18წ. – 09.04.18წ.

თ) გაზაფხულის (II) სემესტრის საგამოცდო პერიოდი: 21.06.18წ. – 31.07.18წ. (დამატებითი გამოცდები - II სემესტრისსაგამოცდო სესიის პერიოდში).

 

2. სათანადო საფუძვლების ან ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო პროცესის თარიღები;

 

3. სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია (შემდგომში- რეგისტრაცია) განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

 

ჩარიცხვა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ/ სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუჰ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დოკუმენტაციის წარმოდგენას და და სწავლის საფასურის გადახდას;

2. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინასნებისა და სწავლის საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგიტრაციისთვის დადგენილ ვადაში.