ბაკალავრიატში ჩაბარება

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეში“ ჩაბარება სხვადასხვა პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ხდება.

ზოგადად, გამომდინარე უნივერსიტეტის მონოპროფილური ხასიათიდან (უნივერსიტეტი მხოლოდ სამედიცინო პროფილის პროგრამებს ახორციელებს), სწავლის მსურველს მოეთხოვება ბიოლოგიისა და ქიმიის კარგი სასკოლო ცოდნა.

უცხოეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჩაბარების წესი, რაც მათ ეროვნული გამოცდების გარეშე მიღებას გულისხმობს. თუმცა, უნივერსიტეტს ასევე აქვს უფლება, კონკრეტულ სპეციალობაზე დანიშნოს საკუთარი მისაღები გამოცდები ქიმიაში, ბიოლოგიასა და სხვა საგნებში, ასევე მოითხოვოს პროგრამის ენაზე ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება.

უცხოელმა მოქალაქეებმა უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებით უნდა მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: international@hippocrates.edu.ge

 

მაგისტრატურაში ჩაბარება

უცხოელ მოქალაქეს შეუძლია ჩააბაროს უნივერსიტეტში არსებულ სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრული წესით.

უცხოელმა მოქალაქეებმა უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებით უნდა მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: international@hippocrates.edu.ge

 

სწავლის გადასახადი

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5500 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 3000  ლარი.

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 3000  ლარი.

 

განთავსება

ჩვენ ვეხმარებით საკუთარ უცხოელ სტუდენტებს შესაბამისი საცხოვრებლის მოძიებაში.

 

ტრანსპორტი

უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 40% ფასდაკლებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში (20 თეთრი თბილისში), ასევე სხვადასხვა დაწესებულებებში. პირობები იხილეთ აქ (გამოიყენეთ Google Translate ინგლისურენოვანი ვერსიისთვის). 

 

ემიგრაცია

გჭირდებათ ვიზა?

როგორც საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, თქვენ გჭირდებათ ხანგრძლივვადიანი სტუდენტური ვიზა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@hippocrates.edu.ge

 

დაზღვევა

საქართველოში სწავლის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაეზღვიოთ. მოთხოვნის შემხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებასა და კონტრაქტის გაფორმებაში.

 

ქართულ ენაში მომზადება

უცხოელი სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ასევე სწავლობენ ქართულ ენას. თუმცა, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლის პერიოდში, სტუდენტებს, მიუხედავად იმისა რომ ისინი რუსულენოვან თუ ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობენ, სჭირდებათ ქართული ენის ცოდნა, შეღავათიან ფასად ჩვენ მათ ვთავაზობთ ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის კურსებს.

 

ინფორმაციის მიწოდება

ფაკულტეტების ადმინისტრაცია და უნივერსიტეტების სხვა ადმინისტრაციული ერთეულები დახმარებას გაგიწევენ სწორად დაგეგმოთ თქვენი სწავლა, გაეცნოთ საუნივერსიტეტო სერვისებსა და აქტივობებს.

ფაკულტეტი დაგეხმარებათ მიიღოთ:

  • აკადემიური მხარდაჭერა
  • ინფორმაცია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შესახებ (მაგალითად, კომპიუტერულ ლაბორატორიაზე და ბიბლიოთეკაზე)
  • ინფორმაცია სწავლის და სხვა გადასახადების შესახებ
  • წარდგენა უნივერსიტეტის სტუდენტურ საზოგადოებასთან
  • წარდგენა უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან და ადმინისტრაციასთან საზოგადოებასთან
  • ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სერვისების მიღებაში (სტუდენტური ბარათი, ბიბლიოთეკასთან დაშვება, კომპიუტერული ლაბორატორიები და ა.შ.)

 

 სტუდენტური თვითმმართველობა

უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იყვნენ არჩეული უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში, რომელიც სტუდენტური საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოა.

 

 

კონტაქტი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და აერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

international@hippocrates.edu.ge