რატომ სამედიცინო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”?

ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე” ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე გარემოება გვაძლევს.

ევროპული სწავლება

ჩვენ ვაგრძელებთ, ევროპული, კერძოდ, გერმანული სამედიცინო სკოლის საუკეთესო ტრადიციებს სწავლებისა და კვლევის თვალსაზრისით.

საერთაშორისო კავშირები

საუკეთესო ამერიკული და ევროპული სამედიცინო სასწავლებლები და კლინიკური ცენტრები ჩვენი პარტნიორები არიან.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

სამედიცინო სიმულაციისა და ქიმიის და ჰისტოლოგიის უახლესი ლაბორატორიები, უახლესი ტექნოლოგიები სამედიცინო სწავლების პროცესში ჩვენი სტუდენტების წარმატების საწინდარია.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეში” მიღებული განათლება შესაძლებლობას გაძლევთ შეხვდეთ წამყვან პროფესორებსა და მკვლევარებს. დაიკმაყოფილოთ თქვენი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და შეიძინოთ სამედიცინო სფეროს სპეციალისტისთვის  აუცილებელი ცოდნა, კლინიკური და კვლევა-ძიების უნარები, რაც მომავალში წარმატების საფუძველია.

ჩვენ ვცდილობთ, ფინანსურად დავეხმაროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო სამედიცინო განათლება როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.

რექტორი, პროფესორი დავით კიტეიშვილი