თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეში“  პერიოდულად ეწყობა როგორც სამედიცინო, ასევე ზოგადი ხასიათის ღონისძიებები.

სამედიცინო ხასიათის ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სახის ტრენინგს, საინფორმაციო შეხვედრებსა და დისკუსიას, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მონაწილეობით.

ზოგადი ხასიათის ღონისძიებების მიზანია ზოგადი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, რაც ხელს უწყობს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების განვითარებას.

 

ღია დღეები

წელიწადში რამდენჯერმე, სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია დღეებს, როცა საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტის ცხოვრებას და დაესწრონ საჯარო ლექციებს.