ბიბლიოთეკა

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატე“  სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  წარმოადგენს  დამოუკიდებელ  სტრუქტურულ  ერთეულს.   

ბიბლიოთეკაში მოიპოვება  მრავალფეროვანი ლიტერატურა  საუნივერსიტეტო პროგრამების  ყველა  მიმართულებით, ქართულ,  ინგლისურ,  რუსულ  და  გერმანულ  ენაზე.

ბიბლიოთეკის  საფონდო  მასალა  ყოველწლიურად  მდიდრდება  და დღეისათვის  4430-მდე  სახელმძღვანელოს  ითვლის,  ასევე  მარაგდება სამეცნიერო პერიოდიკით.

ბიბლიოთეკაში  არის  სამკითხველო  დარბაზი,  რითაც  შეუძლიათ ისარგებლონ  როგორც  სტუდენტებმა,  ასევე  პროფესორ-მასწავლებლებმა.

ბიბლიოთეკაში  ტრადიციად  იქცა  იმ  ლიტერატურის  საჯარო განხილვა და  სემინარების  ჩატარება,  რომლითაც  ინტერესდებიან სტუდენტები  და  პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარეობს თანამედროვე  მოთხოვნებიდან  გამომდინარე  ბიბლიოთეკის  წიგნადი ფონდის  შევსება  ელექტრონული  ვერსიებით  (ვიდეოთეკა,  აუდიოთეკა).

ბიბლიოთეკის   მიზანია:  ხელი  შეუწყოს  სტუდენტთა  თეორიული ცოდნის  გაღრმავებას. ადგილზე  გადაუწყვიტოს  სტუდენტს  და  სხვა პერსონალს  მისთვის  საჭირო  ყველა  საკითხზე  ამომწურავი  პასუხის მოპოვება.