თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეში" სტუდენტთა სწავლის გადასახადის დაფინანსება ხდება ეროვნული გამოცდებზე მოპოვებული გრანტის, სხვა ეროვნული ან საერთაშორისო გრანტისა და პირადი დაფინანსების საფუძველზე.

სწავლის თვალსაზრისით საუკეთესო სტუდენტებს, წახალისების მიზნით ენიშნებათ სასწავლო სტიპენდია.

სოციალურად დაუცველი პირების, დევნილებისა და ომის ვეტერანთა შვილების დაფინანსებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ შემთხვევებში, უნივერსიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მათი სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ. ამ კუთხით, უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

 

სწავლების გადასახადი საგანმანათლებლო  პროგრამების მიხედვით

 

მედიცინის პროგრამა

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 3000  ლარი.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა  6000  ლარი.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა  4200 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში.

 

სტომატოლოგიის პროგრამა

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 3000  ლარი.

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა  6000  ლარი.

 

ფარმაციის პროგრამა

ფარმაციის საბაკალავრო ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 2500 ლარი.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა 2500 ლარი.