თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“ 2003 წელს დაარსდა. დასაწყისშივე, პაციენტზე ორიენტირებული პრაქტიკული სამედიცინო სწავლება უნივერსიტეტის პროფესურის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად იქცა. უახლესი ტექნიკითა და საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორიული მუშაობა, ინტენსიური კლინიკური სწავლება და მუდმივი კავშირი სტუდენტებსა და შორის იყოს ის მთავარი მიღწევა, რასაც დღემდე ემყარება უნივერსიტეტი.

დაარსების დღიდან დღემდე, უნივერსიტეტის სწავლებისა და კვლევის ფილოსოფიის მთავარ ღერძს პრაქტიკული  პედაგოგიკა წარმოადგენს, რომელიც თითოეულ სტუდენტთან აქტიურ მუშაობას გულისხმობს სანამ მთავარი მიზანი არ მიიღწევა: კურსდამთავრებულს  სტრესულ სიტუაციაში უნდა შეეძლო სწრაფი და ზუსტი სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება და პაციენტის შველა. უნივერსიტეტში არსებული მდიდარი და უნიკალური მორფოლოგიური მასალა, თანამედროვე სიმულაციური საშუალებები და სწავლების ინოვაციური მეთოდები მრავალ კურსდამთავრებულს დაეხმარა წარმატებით ემუშავა საქართველოსა და უცხოეთში.

2016-2017 სასწავლო წელს,  უნივერსიტეტმა  რებრენდინგის ფარგლებში, განაახლა საკუთარი სამოქმედო გეგმა, პროგრამები, ლაბორატორიები და სწავლებისა და კვლევის ინფრასტრუქტურა.