თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეს" სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენელი შეხვდა.

შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი სტუდენტებს ესაუბრა კერძო სადაზღვევო პაკეტის მახასიათებლებზე და დაზღვევის კულტურის თავისებურებებზე საქართველოში.

უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა კომპანიასთან.