თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტმა "ჰიპოკრატემ" შეიძინა ახალი სიმულაციური ლაბორატორია. ლაბორატორია მოიცავს მედიცინის ახალი დარგობრივი სტანდარტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა სიმულაციურ საშუალებას და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლაბორატორიის დამონტაჟება.

სიმულაციური ლაბორატორია დაეხმარებას პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, სწავლების კლინიკური ნაწილი უფრო საინტერესო და სინამდვილესთან მიახლოებული გახადონ. ლაბორატორია მოიცავს მედიცინისა და სტომატოლოგიის  სფეროებს.