მნიშვნელოვანი სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია "ხელოვნური განაყოფიერება და სამართალი"

2017 წლის 7 თებერვალს, სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეში" ჩატარდა საჯარო ლექცია "ხელოვნური განაყოფიერება და სამართალი".  ლექციას უძღვებოდა სამართლის ლექტორი ირაკლი თედორაძე.  შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.   

სრულად ნახვა
2018-02-07 17:24
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლებთან

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეს" რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში ორგანიზაციული კულტურის საკითხებში ლიდერი ორგანიზაციის, სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასწავლო უნივერსიტეტის არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა. სინერჯი ჯგუფის წარმომადგენელმა ასევე გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა უნივერსიტეტის წარმომადგენელებს ახალი სტრუქტურის პროექტის თაობაზე. 

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
2017-12-28 18:00

მედიცინის ფაკულტეტი

ახალი სიმულაციური ლაბორატორია

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტმა "ჰიპოკრატემ" შეიძინა ახალი სიმულაციური ლაბორატორია. ლაბორატორია მოიცავს მედიცინის ახალი დარგობრივი სტანდარტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა სიმულაციურ საშუალებას და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლაბორატორიის დამონტაჟება.

სიმულაციური ლაბორატორია დაეხმარებას პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, სწავლების კლინიკური ნაწილი უფრო საინტერესო და სინამდვილესთან მიახლოებული გახადონ. ლაბორატორია მოიცავს მედიცინისა და სტომატოლოგიის  სფეროებს.

სრულად ნახვა
2017-12-18 09:00
მედიცინის ფაკულტეტი

შეხვედრა სადაზღვევო კომპანია "ირაოს" წარმომადგენლებთან


თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეს" სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენელი შეხვდა.

შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი სტუდენტებს ესაუბრა კერძო სადაზღვევო პაკეტის მახასიათებლებზე და დაზღვევის კულტურის თავისებურებებზე საქართველოში.

უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა კომპანიასთან.

სრულად ნახვა
2017-12-09 03:22