განცხადებები

main » განცხადებები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ფარმაციის ფაკულტეტზე:  

პროფესორი _ 2 ვაკანსია 

ასოცირებული პროფესორი_ 10 ვაკანსია 

ასისტენტ პროფესორი _ 2 ვაკანსია  

  პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 

 ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური  ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ აკადემიური თანამდებობის მაძიებლის ანკეტა (CV- შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით); 

2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის(დიპლომი) ასლი;

3. შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;

4. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომათა სია (ბოლო 10 წლის განმავლობაში);

5. პირადობის მოწმობის ასლი;

6. 2 ფოტოსურათი;


კონკურსი ცხადდება 2 ივლისს;

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით (ყოველდღე გარდა კვირისა _  10.00 სთ. 17.00სთ.);

საბუთების გადარჩევის ეტაპი _ 17-18 აგვისტო; 

წინასწარი შედეგების გამოცხადება 19 აგვისტო;

სააპელაციო განცხადებების მიღება 20-22 აგვისტო;

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 25 აგვისტო;

საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი თბილისი, 0179, სვანიძის 8

ტელ +995 032 2293492

      595 74 40 14

      599 18 85 75 

E-mail: medicina@hippocrates.edu.ge 

  natalia.garuchava@gmail.com

www. hippocrates.edu.ge