ფარმაციის ფაკულტეტი

main » ფარმაციის ფაკულტეტი

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს"
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
ქეთევან ბუხნიკაშვილი










                                             დეკანის მიმართვა

მოგესალმებით,

     ფარმაცია ემსახურება ჯანმრთელობის დაცვას. მისი ძირითადი პროდუქტი წამალია, რომლის შემუშავებას, შესწავლას, წარმოებას,სტანდარტიზაციას, ხარისხის კონტროლს, რეალიზაციას და მომხმარებელზე მიწოდებას ძირითადად ახორციელებს დარგის სპეციალისტი - ფარმაცევტი. თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" ფარმაციის ფაკულტეტი ამზადებს ფარმაციის ბაკალავრსა და ფარმაციის მენეჯმენტის სპეციალისტს, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა: - რაციონალურ ფარმაკოთერაპიაზე რეცეპტით გასაცემი წამლების შემთხვევაში - ექიმთან ერთად, ხოლო ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში - დამოუკიდებლად; - წამლის დანიშნულებაზე, დოზირებასა და გამოყენების წესის რაციონალურობაზე; - სამკურნალო საშუალებების ფიზიკურ, ქიმიურ, ფარმაკოლოგიურ თავსებადობაზე; - წამლის ეფექტურობასა და უვნებლობაზე.   ფარმაცევტული საქმიანობა პაციენტზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანია მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტური, უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი, სპეციალისტის აღზრდა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანისტური, დემოკრატიული და ლიბერალური პრინციპების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება.  ფაკულტეტის ძირითადი პრინციპებია: - პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების – ფარმაციის ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება.   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ფაკულტეტზე.