საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი

main » საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი


თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს"
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი 
ცისანა სიფრაშვილი 
                                            დეკანის მიმართვა

  ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები გადამწყვეტ როლს ანიჭებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების საკითხებს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადების საფუძველია.  
 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავებულია სასწავლო პროგრამები, რის საფუძველზეც ხორციელდება ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება. 
   
 ფაკულტეტი ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე საბაკალავრო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრისა და სამაგისტრო - ჯანდაცვის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამებს. ფაკულტეტს კავშირი აქვს სხვადასხვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან, მათ მომსახურებასთან, მენეჯმენტთან და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებასთან. 

     ვიმედოვნებთ, რომ არჩევანში არ შეცდებით.